ჩვენ შესახებ

Truly Nolen Georgia

მავნებლების პროფესიონალური კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და სანდო, ეფექტური და უსაფრთხო მომსახურება საქართველოში.

ვინ ვართ ჩვენ?

Truly Nolen მსოფლიოში წამყვანი ბრენდია, რომელიც მავნებლების პროფესიონალური კონტროლის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე მიდგომებსა და თითოეული ბაზრის საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას აერთიანებს.

ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს შევთავაზოთ ეფექტური და სანდო გადაწყვეტილებები როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის.

ჩვენი მიზანია ვუზრუნველვყოთ მავნებლების კონტროლის სანდო, ეფექტური და უსაფრთხო მომსახურება, რომელიც იცავს თქვენს სივრცეს და ქმნის სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას.

Truly Nolen-ის თაგვის ფორმის ბრენდირებული ავტომობილი

85

წლიანი გამოცდილება

65+

ქვეყანა

300+

ოფისი

ჩვენი ღირებულებები და სტანდარტები

ჩვენი სტანდარტები

ნდობა და პატივისცემა

მომხმარებელთან გამჭვირვალე კომუნიკაცია და პასუხისმგებლიანი ურთიერთობა.

გუნდური მუშაობა

პროფესიონალი გუნდის ცოდნა და ერთობლივი მუშაობა საუკეთესო შედეგისთვის.

პასუხისმგებლობა და საიმედოობა

მაღალი სტანდარტები, ხარისხიანი მომსახურება და შედეგზე პასუხისმგებლობა.

ინოვაცია

თანამედროვე მეთოდები და მომსახურების მუდმივი განვითარება.

Truly Nolen-ის დაარსების ისტორია

1938

დასაწყისი მაიამიში

Truly Nolen-ის ისტორია 1938 წელს დაიწყო, როდესაც Truly David Nolen მაიამიში მამამისის, Truly Wheatfield Nolen-ის, მავნებლების კონტროლის კომპანია Economy Exterminators-ს შეუერთდა.

1955

Truly Nolen-ის დაფუძნება

Truly David Nolen ტუსონში, არიზონას შტატში გადავიდა და 1955 წელს საკუთარი კომპანია, უკვე ოფიციალურად Truly Nolen, დააფუძნა.

1966

ოჯახური გამოცდილების გაერთიანება

Truly David Nolen-მა მამის კომპანია შეიძინა და ოჯახის მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიული მემკვიდრეობა ერთ ბრენდში გააერთიანა.

დღეს

საერთაშორისო ბრენდი

დღეს Truly Nolen ემსახურება 150,000-ზე მეტ მომხმარებელს, აერთიანებს დაახლოებით 1,100 თანამშრომელსა და პარტნიორს, წარმოდგენილია მსოფლიოს 30+ ქვეყანაში და მისი გამოცდილება უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

Truly Nolen Georgia-ს მომსახურების რუკა
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

ეფექტური კონტროლი და გარემოზე პასუხისმგებლობა

Truly Nolen-ის დასაბეჭდი აქტივობები ბავშვებისთვის

Truly Nolen-ის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია მავნებლების ეფექტური კონტროლისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თანხვედრა. კომპანიის მიდგომა მიმართულია საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების დაცვისკენ ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ითვალისწინებს როგორც მომსახურების ეფექტიანობას, ისე გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებას.

ეს არის კომპლექსური გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც სცდება მხოლოდ მავნებლების კონტროლისთვის გამოყენებული საშუალებების შერჩევას. იგი მოიცავს რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მომსახურების პროცესების ოპტიმიზაციას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი საოპერაციო პრაქტიკის ეტაპობრივ დანერგვას.

ამგვარი მიდგომა საშუალებას აძლევს კომპანიას, მაღალი ხარისხის პროფესიონალური მომსახურება გარემოს მიმართ პასუხისმგებლიან პრაქტიკასთან გააერთიანოს და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეუწყოს უფრო უსაფრთხო და მდგრადი გარემოს შექმნას.

კვლევასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა

Truly Nolen-ის მომსახურების საფუძველს წარმოადგენს ხანგრძლივი კვლევა, მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და რეალურ გარემოში გამოცდილი მეთოდოლოგიები. კომპანია მუდმივად ავითარებს მავნებლების კონტროლის მიდგომებს, რომლებიც ითვალისწინებს მათი ქცევის, აქტივობისა და გავრცელების სეზონურ ცვლილებებს.

Truly Nolen-ის დასაბეჭდი აქტივობები ბავშვებისთვის
Truly Nolen-ის დასაბეჭდი აქტივობები ბავშვებისთვის

ამ მიდგომის ერთ-ერთი მაგალითია სეზონურ პრინციპზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მავნებლების აქტივობის ცვლილების შესაბამისად აერთიანებს პრევენციულ, საკონტროლო თუ მონიტორინგის ღონისძიებებს.

ჩვენი მიზანი არ შემოიფარგლება მხოლოდ არსებული პრობლემის აღმოფხვრით. მნიშვნელოვანია პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, განმეორების რისკის შემცირება და სივრცის გრძელვადიანი დაცვის უზრუნველყოფა.

კვლევასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მეთოდების მუდმივი განვითარება გვეხმარება, დროულად ვუპასუხოთ მავნებლების ქცევისა და გარემო პირობების ცვლილებებს. შედეგად, კონტროლის პროცესი ხდება უფრო მიზანმიმართული, ეფექტიანი და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული.